ავღანეთის თალიბანის მთავრობა თავის უსაფრთხოების ძალებს გამოიყენებს საიმისოდ, რომ ქალები არ მივიდნენ ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში - იუწყება ავღანეთის კეთილშობილების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო.
უწყების თანახმად, ქალები არ იცავენ ჰიჯაბის ტარების წესს ბამიანის პროვინციაში მდებარე ბანდი-ამირის პარკში.
სამინისტროს მეთაურმა, მოჰამად ხალიდ ჰანაფიმ პროვინცია მიმდინარე თვეში მოინახულა და უსაფრთხოების თანამშრომლებს სთხოვა ქალები პარკში არ შეუშვან, სიტყვებით "ადგილების მონახულება ქალებისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას".
სამინისტრო ჰანაფის სიტყვებს 26 აგვისტოს ავრცელებს და ასევე იუწყება ამ ბრძანების აღსრულებაში უსაფრთხოების ძალების, სასულიერო პირებისა და უხუცესების ჩართვის თაობაზე.