ევროკავშირის მაღალჩინოსანმა 26 აგვისტოს რუსეთს მიმართა თხოვნით განაახლოს მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვას შავი ზღვის პორტებიდან - მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეთანხმება გასულ თვეში დატოვა.
ევროპული კომისიის აღმასრულებელი პრეზიდენტის მოადგილის, ვალდის დომბროვსკისის თქმით, შავი ზღვის გავლით უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვაზე რუსეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვა პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ კიევს, არამედ განვითარების პროცესში მყოფ ბევრ სახელმწიფოს.
რუსეთი "მარცვლეულს იარაღად იყენებს" - თქვა დომბროვსკისისმა, რომელიც მონაწილეობდა ინდოეთში ჩატარებულ, დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების ვაჭრობის მინისტრების შეხვედრაში.