Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იუწყება რუსეთის წარუმატებელ საჰაერო დარტყმებზე


მოქალაქეები საჰაერო განგაშისას, კიევი, 2023 წლის 11 აგვისტო
მოქალაქეები საჰაერო განგაშისას, კიევი, 2023 წლის 11 აგვისტო

უკრაინამ გაანადგურა რუსეთის ოთხი საკრუიზო რაკეტა, იმ ფონზე, როცა კიევმა 26-დან 27 აგვისტოს ღამეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა საჰაერო განგაში - წერს ქვეყნის საჰაერო ძალები ტელეგრამით.

მის ტერიტორიაზე დრონებით მიტანილი ორი იერიშის მოგერიებაზე იუწყება რუსეთიც.

კიევის მუნიციპალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს თანახმად, ყველა განადგურებული რაკეტის სამიზნე კიევის არეალი იყო. მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ცნობები არ არის.

საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები ბომბდამშენებიდან იყო გაშვებული.

საჰაერო განგაში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მოქმედებდა და მოიხსნა კიევის დროით დილის 6 საათისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 27 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ორი დრონი ჩამოაგდო. ერთი მათგანი ჩამოგდებულ იქნა ბრიანსკის რეგიონში, მეორე - კურსკის თავზე. მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ცნობები არ არის. ერთი დღით ადრე მოსკოვის რეგიონზე დრონებით შეტევის გამო დროებით დაიხურა ქალაქის სამი დიდი აეროპორტი.

აშშ-ში განთავსებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) 26 აგვისტოს გავრცელებულ ანგარიშში წერს, რომ უკრაინის კონტრშეტევას "კვლავ ტაქტიკურად მნიშვნელოვანი წინსვლა" აქვს დასავლეთის ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილში.

XS
SM
MD
LG