რუსეთისა და უკრაინის საზღვაო და საჰაერო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს ყირიმსა და ოდესას შორის მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობისა და გაზის პლატფორმებისათვის - ამის შესახებ წერს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.
გასულ კვირას რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის სამხედრო კატერს, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთში, პლატფორმის მახლობლად მოქმედებდა.
BBC-ს რუსული სამსახურის ცნობით პლატფორმებს მართავს კომპანია „ჩერნომორნეფტეგაზი“, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს მიიტაცა. 2022 წლიდან, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინა დროდადრო სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს რუსეთის მიერ კონტროლირებად პლატფორმებზე.
პერიოდულად რუსეთიც და უკრაინაც სამხედრო ჯგუფებს გადასვამს ხოლმე ამ პლატფორმებზე. გარდა იმისა, რომ აქ ძვირფასი ბუნებრივი რესურსების მოიპოვება, პლატფორმები სამხედრო დანიშნულებითაც მნიშვნელოვანია, რადგან აქ შეიძლება ვერტმფრენებისა და სარაკეტო სისტემების განლაგება.