კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტოვის ცნობით ქალაქ კურსკის საცხოვრებელ კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა. ამის შესახებ მან „ტელეგრამის“ არხზე დაწერა.
გუბერნატორის ცნობით კორპუსის რამდენიმე სართულზე ჩაიმსხვრა მინები და მსუბუქად დაზიანდა იქვე მდებარე სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის შენობა. არავინ დაშავებულა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინის მხარე განცხადებას არ აკეთებს.