ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ბელგოროდის ოლქში, სოფელ შჩეტინოვკაზე დრონით მიტანილი იერიშის შედეგად - იუწყება რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი.
გლადკოვი თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს - გუბერნატორის თქმით, უკრაინელებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც ემსხვერპლა საკუთარ ეზოში, ბალახის თიბვის პროცესში მყოფი მამაკაცი.
მანამდე, შაბათს გლადკოვი იუწყებოდა სოფელ ურაზოვოს დაბომბვაზე.
ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები ხშირად ექვემდებარება სროლას, არის მსხვერპლი და ნგრევა. რეგიონული ხელისუფლება თავდასხმებში ძირითადად უკრაინის მხარეს ადანაშაულებს. კიევი ამ ცნობებზე განცხადებებს არ აკეთებს.