Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში ათასობით ამერიკელმა აღნიშნა მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული სიტყვის მე-60-ე წლისთავი


მარტინ ლუთერ კინგი ლინკოლნის მემორიალთან, 1968 წლის 28 აგვისტო
მარტინ ლუთერ კინგი ლინკოლნის მემორიალთან, 1968 წლის 28 აგვისტო

შაბათს ვაშინგტონში ათასობით ამერიკელმა მოიყარა თავი, რათა აღენიშნა მე-60-ე წლისთავი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის კულმინაციური მომენტისა - „ვაშინგტონზე მსვლელობის“, როცა მარტინ ლუთერ კინგმა წარმოთქვა რასობრივი თანასწორობის შესახებ ისტორიული სიტყვა - „I Have A Dream - მე მაქვს ოცნება”.

1963 წელს "ვაშინგტონზე მსვლელობაში" 250 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რაც იყო ნაწილი ბრძოლისა რასობრივ, რელიგიურ, სქესობრივ, თუ ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ. იმ დღეს ნაჩვენებ ძალას ბევრი უკავშირებს სამოქალაქო უფლებების აქტის მიღებას 1964 წელს.

წლევანდელი აქცია გაიმართა ლინკოლნის მემორიალთან, რომლის ფონზეც იქნა წარმოთქმული კინგის ისტორიული მოწოდებები თანასწორობისკენ. შაბათის აქციის მონაწილეთაგან ბევრი აცხადებდა, რომ თანასწორობისკენ გზაზე სამუშაო კიდევ ბევრია.

XS
SM
MD
LG