Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: აფრიკის საჰელის რეგიონში სამხედრო გადატრიალებები წინაღობას უქმნის ტერორიზმთან ბრძოლას


ლინდა ტომას-გრინფილდი, აშშ-ის ელჩი გაეროში
ლინდა ტომას-გრინფილდი, აშშ-ის ელჩი გაეროში

25 აგვისტოს აშშ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აფრიკაში, საჰელის რეგიონში სამხედრო გადატრიალებების სერია წინაღობას შეუქმნის ტერორიზმთან ბრძოლას. ამასთან, აშშ მოითხოვს, რომ ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებამ არ მისცეს უსაფრთხო თავშესაფარი ტერორისტულ ჯგუფებს, მათ შორის ალ-ყაიდას და "ისლამურ სახელმწიფოს".

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა თქვა, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს აფრიკის მასშტაბით ტერორიზმის საფრთხის ზრდას, და განაგრძობს აფრიკელი პარტნიორებისთვის "კრიტიკული მნიშვნელობის დახმარების გამოყოფას, საიმისოდ, რომ შეფერხდეს და შემცირდეს" ალ-ყაიდასთან და "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის მქონე ჯგუფების მოქმედება.

XS
SM
MD
LG