მიმდინარე თვეში რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტი ბარენცის ზღვაში ატარებს წვრთნებს, რომელთა მიზანია იქ არ დაიშვას უნებართვო და უცხოეთის ხომალდები, - წერს სააგენტო Interfax-ი 26 აგვისტოს.
გამანადგურებელმა ვიცე-ადმირალმა კულაკოვმა "ივარჯიშა თითქოს შემოჭრილი ხომალდის მოგერიებაში", ზღვაში, არქტიკის ოკეანეში, ნორვეგიისა და რუსეთის ჩრდილოეთის სანაპიროებიდან მოშორებით, - იუწყება Interfax-ი ჩრდილოეთის ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, წვრთნები 10 აგვისტოს დაიწყო. მათი დასრულების თარიღის შესახებ სააგენტო არ იუწყება.