Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: პუტინი არ გაემგზავრება ინდოეთში, დიდი ოცეულის სამიტზე


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ გაემგზავრება ინდოეთში, 9-10 სექტემბერს დანიშნულ დიდი ოცეულის (G20) სამიტზე, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს.

პესკოვის თქმით, პუტინი კონცენტრირებულია "საგანგებო სამხედრო ოპერაციაზე" - როგორც კრემლი უწოდებს უკრაინაში თავისი ძალების შეჭრას.

პუტინის სახელზე გაეროს სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ დაპატიმრების ორდერია გაცემული, თუმცა ინდოეთი - ისევე, როგორც აშშ, ჩინეთი და რუსეთი - ამ ორგანიზაციის ხელმომწერი ქვეყანა არ არის.

გასულ წელს პუტინი არც ინდონეზიაში გაემგზავრა G20-ის სამიტისთვის, იმ ფონზე, როცა რამდენიმე ქვეყანა აცხადებდა, რომ მისი მონაწილეობის შემთხვევაში ბოიკოტს გამოაცხადებდა, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო.

XS
SM
MD
LG