უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ 25 აგვისტოს Telegram-ის არხის გზით გაავრცელა ცნობა, რომ თანამდებობიდან დაითხოვეს უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურის უფროსი, სერჰი კრუკი.
მინისტრს კრუკის განთავისუფლების მიზეზი არ დაუსახელებია. მან მხოლოდ თქვა, რომ სამსახურის ხელმძღვანელს მოვალეობის შემსრულებელი იქნება მისი მოადგილე, ვოლოდიმრ დემჩუკი.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ვარაუდით, კრუკის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება იანვარში ვერტმფრენის კატასტროფას, რის შედეგად დაიღუპა შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე, ევჰენ ენინი, სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი და კიდევ 11 პირი, ბავშვის ჩათვლით.
კრუკს და სამსახურის კიდევ სამ თანამშრომელს ბრალად დასდეს დაუდევრობაში და ფრენების უსაფრთხოების დარღვევაში უამინდობის პირობებში გაფრენის ნებართვის გაცემით.