Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბელგიელ კოლეგას შეხვდა


ბელგიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები
ბელგიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბელგიელ კოლეგას შეხვდა. ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი აჯა ლაბიბი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

"ვისაუბრეთ, როგორ გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ბელგიის სამეფო მზად არის საქართველოს კიდევ უფრო დაეხმაროს ევროინტეგრაციის გზაზე, გამოცდილების გაზიარების კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით", - თქვა ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2023 წელს ბელგიის კულტურული ფესტივალი „ევროპალია” საქართველოსა და ქართულ კულტურას მიეძღვნება, რაც კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობისა.

ვიზიტის ფარგლებში აჯა ლაბიბი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

XS
SM
MD
LG