ირანში - რომელიც უფლებადამცველმა ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალმა" ახლახან გააკრიტიკა ციხეების "მოკვდინების ველებად" გადაქცევისთვის - ბოლო სამი დღის განმავლობაში სიკვდილით დასაჯეს, სულ მცირე, რვა ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო იყო პატიმრობაში - აცხადებენ ადგილობრივი აქტივისტები.
ბალუჩის აქტივისტთა კამპანიამ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის ოთხი შემთხვევა მოხდა ზაჰედანის ციხეში - დასჯილებს შორის იყვნენ 29 წლის პირი და რვა შვილის მამა. ამასთან, 2012 წელს ერთად ჩადენილი მკვლელობის გამო განაჩენის გამოტანის შემდეგ, ბალუჩის ორი პატიმარი დასაჯეს სიკვდილით 19 აგვისტოს.
ჯგუფის თანახმად, აპრილის შემდეგ სიკვდილით დასჯილია ბალუჩის 84 პატიმარი, მათ შორის ოთხი ქალი.
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობები ადასტურებს 19 აგვისტოს ანონიმურად დატოვებული ერთი პირის სიკვდილით დასჯას სამხრეთდასავლეთის ქალაქ დეზფულში - ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების გამო. ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი" იუწყება, რომ 19 აგვისტოს ერთი პირი დასაჯეს სიკვდილით შეიბანის ციხეში - მას სასიკვდილო განაჩენი ასევე ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის გამოუტანეს.