Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუს გენერალ-პოლკოვნიკს ჩამოართვა 25 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება


გენერალი კაპაშინი
გენერალი კაპაშინი

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) 21 აგვისტოს გამოაცხადა, რომ 1 მილიარდ უკრაინულ გრივნაზე, ანუ 25 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება ჩამოერთვა რუს გენერალ-პოლკოვნიკს, ვალერი კაპაშინს, რომელიც ხელმძღვანელობს რუსეთის ქიმიური იარაღის უსაფრთხო შენახვისა და განადგურების უწყებას მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში.

პოლტავის რეგიონში ჩამორთმეულია 20 კომერციული დაწესებულება, მათ შორის რესტორნები და სასტუმროები.

ბიზნესები გაფორმებული იყო კაპაშინის ქალიშვილისა და სიძის სახელებზე, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთში წავიდნენ მანამ, სანამ მოსკოვი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრებოდა.

კაპაშინის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიება მიმდინარეობს აგრესორი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და ტერორიზმის დაფინანსების მუხლებით.

XS
SM
MD
LG