21 აგვისტოს ბალკანეთის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებმა, ევროკავშირის წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, თავი მოიყარეს ათენში, რეგიონის ევროპული მომავლის განსახილველად. მათ დღის მეორე ნახევარში უკრაინის პრეზიდენტიც უნდა შეუერთდეს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი დედაქალაქში უმასპინძლებს არაოფიციალურ სადილს, რომელზეც მიწვეული არიან ბალკანეთის ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები, ისევე როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი.
პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, სადილზე იქნება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც - მას შემდეგ, რაც ის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან გამართავს შეხვედრას.