Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა წინსვლაზე იუწყება სამხრეთ-აღმოსავლეთში


უკრაინის ტანკი ბახმუტთან ახლოს. 2023 წლის 12 მაისი
უკრაინის ტანკი ბახმუტთან ახლოს. 2023 წლის 12 მაისი

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპოროჟიეს რეგიონიდან ვრცელდება ცნობები ინტენსიურ შეტაკებებზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი "წარმატებაზე" იუწყება.

უკრაინის წინსვლაზე იტყობინებიან სოფელ რობოტინიეს სიახლოვიდან. სოფელი მდებარეობს ქალაქ ორიხივიდან ტოკმაკისკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზაზე, სტრატეგიული ქალაქის, მარიუპოლის მიმართულებით.

მალიარი ტელეგრამით წერს, რომ უკრაინის სამხედროებს, რომლებმაც, გავრცელებული ცნობებით, ბოლო დღეებში გარღვევას მიაღწიეს რობოტინიეს სიახლოვეს, "წარმატება აქვთ რობოტინიედან სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია ტოკმაჩკიდან სამხრეთით".

მალიარი დასძენს, რომ "დაგეგმილი საბრძოლო სამუშაო გრძელდება" საკუთრივ რობოტინიეშიც.

სხვაგან, უკრაინის ძალები აცხადებენ, რომ დაიბრუნეს ტერიტორია ბახმუტთან, დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქთან, რომელიც თვეების განმავლობაში იყო ინტენსიური ბრძოლის სამიზნე, სანამ მაისში რუსეთის ძალები დაეპატრონებოდნენ.

ბახმუტის გარშემო "გათავისუფლებულია კიდევ სამი კვადრატული კილომეტრი", საერთო ჯამში, ბახმუტთან 43 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, - უთხრა მალიარმა სახელმწიფო ტელევიზიას.

XS
SM
MD
LG