Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ბენზინის დეფიციტი ემუქრება, კიევის მხრიდან ხიდზე იერიშის შემდეგ


ყირიმის ხიდი
ყირიმის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ბენზინის დეფიციტი ემუქრება მას შემდეგ, რაც გასულ თვეში კიევმა დაბომბა ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი.

ბოლო თვეში ყირიმის ბენზინის სადგურებს დროდადრო უთავდებოდათ მარაგი, - აცნობეს მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას. ბენზინის მიმწოდებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა კლიენტებს გასულ კვირაში გაუგზავნა ტექსტური შეტყობინება, რომლითაც მოუწოდა, შეეწყვიტათ საწვავის მომარაგება, დეფიციტის შესახებ შეშფოთების ფონზე, - ამბობენ მოქალაქეები.

რუსეთი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მაწარმოებელია ნავთობპროდუქტებისა, ნახევარკუნძულს ამ პროდუქტებით ამარაგებდა რკინიგზით, 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ყირიმის ხიდით, რომელიც 2018 წელს გაიხსნა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 17 ივლისს იერიში განახორციელეს ხიდზე, მეორედ მას შემდეგ, რაც შარშან რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თავდასხმის შედეგად რუსეთი იძულებული გახდა, შეეჩერებინა ნავთობის გადაზიდვა რკინიგზით.

XS
SM
MD
LG