Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა დანიისგან მიიღებს 19 ავიაგამანადგურებელ F-16-ს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი F-16-ში, დანიის ქალაქ ვოენსის სამხედრო ბაზაზე. 2023 წლის 20 აგვისტო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი F-16-ში, დანიის ქალაქ ვოენსის სამხედრო ბაზაზე. 2023 წლის 20 აგვისტო

დანია უკრაინას გადასცემს 19 ამერიკულ ავიაგამანადგურებელ F-16-ს. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. ზელენსკი დანიაში 20 აგვისტოს ჩავიდა.

დანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა F-16-ებს ეტაპობრივად მიიღებს, რაც უკავშირდება აშშ-ისგან შესაბამისი ნებართვის მიღებას და უკრაინელი მფრინავების მომზადებას. გარდა ამისა, დანია F-16-ების სანაცვლოდ ელოდება ახალ ამერიკულ გამანადგურებლებს, F-35-ს.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, უკრაინის არმია დანიისგან პირველ ექვს F-16-ს წლის ბოლოსთვის მიიღებს.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა ნიდერლანდიდან, რომელიც უკრაინას გადასცემს F-16 ტიპის 42 ავიაგამანადგურებელს.

XS
SM
MD
LG