82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე.
თეიმურაზ (თემო) გოცაძე დაიბადა თბილისში 1941 წლის 25 მარტს. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1971-1983წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად; 1986-1988 წწ. იყო თბილისის "მხატვრის სახლის" დირექტორი; 1988-2005 წწ. საქართველოს სამუზეუმო–საგამოფენო გაერთიანების, "სურათების ეროვნული გალერეის", გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში.
თემო გოცაძის ძირითადი ნამუშევრებია:
„ლურჯა ცხენები" (1965), "დაბადება" (1965), "ეფემერები" (1966), "ჩემი საუკუნე" (1980), "ჩემი თბილისი" (1987), "სულიერი საქართველო" (1991).
მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა (1998), მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი (1980, თბილისი).
პერსონალური გამოფენები: თბილისი (1976), მოსკოვი, ნიუ–იორკი, სან–დიეგო (1989), თბილისი (2003).
1998 წელს თემო გოცაძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 1989 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1989 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.