Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Washington Post-ი: პენტაგონი ზამთრის დადგომას ელოდება, რათა უკრაინის იარაღის მარაგი შეავსოს


HIMARS -ის სარაკეტო სისტემები ზაპოროჟიეში. 4 ივლისი, 2022 წელი
HIMARS -ის სარაკეტო სისტემები ზაპოროჟიეში. 4 ივლისი, 2022 წელი
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ზამთრის დადგომას ელოდება უკრაინისთვის იარაღის მარაგის შესავსებად. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით წერს Washington Post-ი. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, პენტაგონი საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შემცირების იმედით გეგმავს საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას.
Washington Post-ის წყარო იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიას ასევე შეუძლია, ისარგებლოს შესაძლო შესვენებით ხელახალი შეიარაღებისთვის და თავდაცვითი ზოლის ასაგებად.
ბოლო ხანს დასავლური მედია იუწყება უკრაინის არმიის ნელი წინსვლის შესახებ. კერძოდ, ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს კიევს, გაგზავნოს ძირითადი ძალები სამხრეთში, რათა გაარღვიოს რუსეთის არმიის პოზიციები და მიაღწიოს აზოვის ზღვასთან და შეწყვიტოს ჯარების კონცენტრირება ბახმუტთან. Financial Times-ი აღნიშნავს, რომ უკრაინამ მოუწოდა დასავლეთს, გადასცეს შორი მოქმედების იარაღი და ავიაცია უფრო ეფექტური და სწრაფი შეტევისთვის. მაგრამ აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, აშშ არ აწარმოებს საკმარისი რაოდენობის ტაქტიკურ-ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის არმიის უზრუნველსაყოფად.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა The Washington Post-თან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არმიას არ ჰყავს F-16 ტიპის გამანადგურებლები. ამის გამო, საკის თქმით, შეიარაღებულ ძალებს უწევთ დრონების გამოყენება, რათა გააფართოონ მოქმედების რადიუსი უფრო მოწინავე იარაღის მოლოდინში.
ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა ნიდერლანდს და დანიას F-16-ების უკრაინისთვის მიწოდების ნებართვა მისცა.
20 აგვისტოს ჰოლანდიაში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უკრაინა ჰოლანდიიდან 42 ამერიკულ F-16 გამანადგურებელს მიიღებს".
XS
SM
MD
LG