Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა


მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მამაკაცს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - წერია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარნეულში მომხდარი მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირომავამაც.

წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) - ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

XS
SM
MD
LG