პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანვარ-ალ-ჰაკ კაკარმა. თავდასხმის შემსრულებლების ვინაობა გარკვეული არ არის.
Reuters-ი იმოწმებს უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს, რომელთა თანახმად, თვითნაკეთი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელსაც გადაჰყავდა ვაზირისტანში, ავღანეთის საზღვართან მშენებარე ბაზის მუშები. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია.