უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ცნობა, რომ ის, თავის ცოლთან, ელენასთან ერთად, 19 აგვისტოს შვედეთს სტუმრობს, „რათა მადლობა უთხრას ყველა შვედს, ვინც უკრაინას დაეხმარა“ რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ზელენსკის თანახმად, ის ხვდება შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს, სამეფო ოჯახს და ამ ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა უკრაინელი ჯარისკაცების გაძლიერება ხმელეთსა და ცაში“, დაწერა ზელენსკიმ.
შვედეთი შედის 11-წევრიან კოალიციაში, რომლებმაც ვალდებულება იკისრეს, მოამზადონ უკრაინელი მფრინავები ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვისთვის. შვედეთის გარდა კოალიციაში შედიან ბელგია, ბრიტანეთი, დანია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია და რუმინეთი.