Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში რუსეთის არმიის იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 19 აგვისტოს ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული 17 უპილოტო „კამიკაძედან“ 15-ის განადგურება მოახერხეს.

ამ ეტაპზე, ზუსტდება ირანული წარმოების დრონების, „შაჰიდების“ გაშვების შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია.

19 აგვისტოს ღამით, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ ოლქებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელა 3 სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. არიან დაჭრილებიც. ზუსტი ინფორმაცია დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

XS
SM
MD
LG