რიკოთის უღელტელტეხელზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, ერთი მუშა დაიღუპა და ერთი დაშავდა. უბედური შემთხვევა საწარმოში მოხდა, სადაც გზის მშენებლობისთვის კონსტრუქციებს ამზადებდნენ. დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი - საქართველოს მოქალაქე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.