პაკისტანში ორი ქრისტიანი დააპატიმრეს მკრეხელობის ბრალდებით.
ამის შესახებ განაცხადა პენჯაბის პროვინციის პოლიციამ.
ორი დღის წინ ქალაქ ფაისალაბადში ასეულობით მუსლიმმა იერიში მიიტანა ქრისტიანებით დასახლებულ უბანზე და რამდენიმე ეკლესიას ცეცხლი წაუკიდა - საბაბი იყო ბრალდება, რომ ერთი ქრისტიანული ოჯახის წევრებმა ყურანი შეურაცხყვეს. არეულობის დროს 100-მდე ადამიანი დააკავეს.