Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი გოგი ხარაბაძე


81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი და მწერალი გოგი ხარაბაძე. ინფორმაციას "რუსთაველის სახელმწიფო თეატრი" და მსახიობის ახლობლები ავრცელებენ.

გოგი ხარაბაძეს შესრულებული აქვს როლები "რუსთაველის თეატრის" სცენაზე სპექტაკლებში "ყვარყვარე თუთაბერი," "ვეფხისტყაოსანი," "ოიდიპოს მეფე," "რიჩარდ III."

პირველი კინოროლი გოგი ხარაბაძემ 1966 წელს ითამაშა ოთარ იოსელიანის ფილმში "გიორგობისთვე."

არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი პირველი წიგნი, "თქვენ მომაგონდით", 1990 წელს გამოიცა. 2018 წელს კი დაიბეჭდა მისი მოგონებების წიგნი "აღმართ-აღმართ."

გოგი ხარაბაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება შაბათს, 19 აგვისტოს, 16:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში. გამოსვენება არის კვირას, 14:00 საათზე, სიონის ტაძრიდან.

XS
SM
MD
LG