რუსეთში შესაბამისმა უწყებებმა რეიდები მოაწყვეს ორგანიზაცია Golos-ის აქტივისტების სახლებში და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს არჩევნებზე დამკვირვებელი ამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარის წინააღმდეგ.
სააგენტოები TASS-ი და RIA-Novosti იუწყებიან, რომ საგამოძიებო კომიტეტმა გრიგორი მელკონიანცის წინააღმდეგ საქმე აღძრა "არასასურველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის" მუხლით, რაც დანაშაულია რუსეთის კანონმდებლობით.
ხელისუფლების უწყებებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს მელკონიანცს თავის სახლში და სახლის ჩხრეკის პროცესს.
გამომძიებლებმა Golos-ის წევრების სახლები რამდენიმე რეგიონში გაჩხრიკეს. ორგანიზაციის წარმომადგენელი სტანისლავ ანდრეიჩუკი ამბობს, რომ რეიდები უკავშირდება ჯგუფის თანამშრომლობას ევროპის საარჩევნო კონსორციუმთან.
Golos-ი ავტორიტეტიანი ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს 2000 წლიდან აკვირდება. ორგანიზაცია 2021 წელს "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს.