Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვის 15 წლის შვილი ყურანის დაწვისთვის დაკავებული მამაკაცის ცემაშია ეჭვმიტანილი


ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის შვილი
ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის შვილი

ნიკიტა ჟურაველმა, რომელიც ვოლგოგრადში ყურანის დაწვის გამო დააკავეს, თქვა, რომ გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა სცემა.

"კავკაზ.რეალიის" ცნობით, ასეთი საჩივრის მიღების შესახებ განაცხადა რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა კომისარმა მანსურ სოლტაევმა. სოლტაევი ირწმუნება, რომ რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ მას შემოწმების ჩატარება დაავალა. მოსალოკოვამ ეს დაადასტურა.

"შესაბამისი მიმართვა შემოვიდა და მე პირადად მივედი წინასწარი დაკავების იზოლატორში... საუბრის დროს ნიკიტამ თქვა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელთან შეხვედრის დღეს, მას შემდეგ, რაც რამზან ახმატოვიჩმა საკანი დატოვა, იგი ადამ კადიროვმა სცემა", – მოჰყავს სოლტაევის სიტყვები სახელმწიფო სააგენტო „გროზნო-ინფორმს“.

გამოცემამ ჟურაველის სახელით გაკეთებული განცხადების ფოტოც გამოაქვეყნა - კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ რამზან კადიროვი დაკავებულ პირს "ისლამის რელიგიის მიღების საკითხზე" შეხვდა."

მანამდე ერთი დღით ადრე ნიკიტა ჟურაველის ცემის შესახებ იუწყებოდნენ ინსტაგრამის პროსახელისუფლებო არხებიც, რესპუბლიკის ფედერალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციაზე მითითებით.


"აღნიშნული შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ რამზან კადიროვის სანქციით. მანამდე ის არაერთხელ დაიმუქრა რეპრესიებით მათ წინააღმდეგ, ვინც ყურანის დაწვის ქმედებებს ახორციელებს. როგორც ჩანს, რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ჩათვალა, რომ სიტყვებიდან საქმეზე გადასვლის დრო დადგა", - აღნიშნეს გამოცემებმა.

რამზან კადიროვს კომენტარი არ გაუკეთებია თავისი შვილის, ადამ კადიროვის მიერ დაკავებული მამაკაცის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

XS
SM
MD
LG