Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში, ზღვაში, ახალგაზრდა კაცს სკუტერმა გადაუარა - ის კლინიკაში გარდაიცვალა


საილუსტრაციო ფოტო : ბათუმის სანაპირო
საილუსტრაციო ფოტო : ბათუმის სანაპირო

"ბათუმელების" ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა, სკუტერმა გადაუარა. თვითმხილველების თქმით, იგი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში და თავის არეში ჭრილობით გამოიყვანეს.

დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG