Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ „ფეიკების საქმეზე" დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა გამომცემელ სერგეი პოდსიტნიკს


სერგეი პოდსიტნიკი
სერგეი პოდსიტნიკი

რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსული არმიის შესახებ "სიყალბის" გავრცელებისთვის დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა პორტალ „პროტოკოლი.სამარის“ რედაქტორს, სერგეი პოდსიტნიკს. თავად პოდსიტნიკი წელიწად-ნახევარია, საზღვარგარეთ ცხოვრობს.

"პროტოკოლი.სამარა" ვარაუდობს, რომ საქმის აღძვრა უკავშირდება ახალი წლის ღამეს სოფელ მაკეევკის დაბომბვის გამოძიებას. ამ ინციდენტის შესახებ გადაღებულ ვიდეოში, რომელშიც პოდსიტნიკიც ფიგურირებს, ნაამბობია სამხედრო მოსამსახურეების ნათესავების ისტორიები და მოტანილია აფეთქების შემდეგ გაუჩინარებული 61 ადამიანის სახელების სია.

პოდსიტნიკი რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიტანა, მას რუსეთში დაბრუნებისთანავე საზღვარზე დააკავებენ.

XS
SM
MD
LG