ბელარუსის კრიმინალურმა პოლიციამ ქალაქ ბრესტში დააკავა ინა კალაცკაია, ცნობილი აქტივისტის, ტიხონ კლიუკაჩის დედა.
ინა კალაცკაია განათლებით ფსიქოლოგია, ცხოვრობს ბრესტში და უფლებადამცველ ცენტრ Viasna-სთან თანამშრომლობს.
ბელარუსის კრიმინალური პოლიცია ინა კალაცკაიას "ექსტრემიზმში მონაწილეობაში" ადანაშაულებს და როგორც უფლებადამცველები იტყობინებიან, ადმინისტრაციული მუხლით ერთი დღით გადაიყვანეს ბრესტის რეანიმაციულ განყოფილებაში.
მის შვილს, ტიხონ კლიუკაჩს, ბელარუსში წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელაღსრულების კოლონიაში იმის გამო, რომ თავის შეყვარებულს, 18 წლის სოფია მალაშევიჩს, ვიდეო გადაუღო იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა ქალი მინსკში მესაზღვრეების ფარებსა და ღობეს ღებავდა. სასამართლო პროცესზე ტიხონმა ყველა ბრალი საკუთარ თავზე აიღო.
შედეგად, სოფია მალაშევიჩს მიუსაჯეს ორწლიანი პატიმრობა და კვლავ გომელის ქალთა კოლონიაში იმყოფება.
ტიხონ კლიუკაჩმა 1,5 წელი გაატარა ციხეში და 7 მარტს გაათავისუფლეს. მან ბელარუსი დატოვა, ბრესტიდან ვარშავაში წავიდა, 2 თვის შემდეგ კი უკრაინაში გაემგზავრა რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად.