გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "მხარდამხარ" დგას უკრაინის გვერდით. ლინდნერი ამ განცხადებით გამოვიდა კიევში, სადაც პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ.
კიევში ჩასვლისას ლინდნერმა თქვა, რომ აპირებდა "ძალიან კონკრეტული" მოლაპარაკების გამართვას უკრაინის ოფიციალურ პირებთან იმაზე, თუ როგორ შეუძლია გერმანიის ფინანსთა სამინისტროს უკრაინის მხარდაჭერა ახლა და მომავალში.
"ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, მის მხარდამხარ", - უთხრა ლინდნერმა ჟურნალისტებს.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიამ უკრაინას 24 მილიარდი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარება გამოუყო, - ამბობს ლინდნერი.