უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მოინახულა რუსეთთან ომში დონეცკის რეგიონის ფრონტის ხაზზე განლაგებული სამხედროები.
ზელენსკი ტელეგრამით წერს, რომ ბრიგადის მეთაურთან განიხილა ჯარისკაცების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. "ზოგად ინფორმაციას ყოველდღიურად ვიღებ... მაგრამ მინდოდა, ყველა ბრიგადა ცალ-ცალკე მომენახულებინა, რათა ყველა მათგანის პრობლემები გამეგო", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო კვირებში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს.