Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკმა გააუქმა ოპოზიციური პარტია "სახალხო ფრონტი"


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე ზოგადი რეპრესიების ფონზე 14 აგვისტოს გააუქმა პარტია "ბელარუსის სახალხო ფრონტი".

გასულ თვეში სასამართლომ ასევე გააუქმა "კონსერვატიული ქრისტიანული პარტია", რომელიც "სახალხო ფრონტს" 1999 წელს გამოეყო.

წელსვე, უფრო ადრე, ბელარუსის ხელისუფლებამ მოქმედება შეუწყვიტა "მწვანეთა პარტიას", "რესპუბლიკურ პარტიას", "სახალხო შეთანხმების სოციალ-დემოკრატიულ პარტიას" და "ბელარუსის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას".

15 აგვისტოს სასამართლომ უნდა განიხილოს კიდევ ერთი ოპოზიციური ჯგუფის, "გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის", გაუქმების საკითხი.

XS
SM
MD
LG