Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე, ქვათაცვენამ ავტომობილი დააზიანა


თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე, კლდის ჩამოშლამ ერთი ავტომობილი დააზიანა - ქვათაცვენის ამსახველი ფოტო ფეისბუკზე მოქალაქე ქეთი როსტომაშვილმა გაავრცელა. შემთხვევა დაახლოებით დღის სამ საათზე მოხდა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს თბილისის მერიაში, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები, გზა ამ დროისთვის გაწმენდილია და მასზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული არ არის. თბილისის მერიის ცნობითვე, გზის ამ მონაკვეთზე კლდის ფერდის გამაგრებითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ქვათაცვენის შედეგად დაშავებული არავინაა, დაზიანებულია მხოლოდ ერთი ავტომობილი.

XS
SM
MD
LG