თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ "ჰუალინგთან", მანქანა დაიწვა. მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა - ის მანქანაში იჯდა.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანა ჯერ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი - გარე განათების ბოძს და ცეცხლი გაუჩნდა.
რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს, თუმცა მძღოლი უკვე დაღუპული იყო. საქმეზე გამოძიება დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვა დეტალები უცნობია.