რუსეთის ძალებმა რაკეტებით და დრონებით მიზანში ამოიღეს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ხარკოვის რეგიონი და შავ ზღვაზე მისი მთავარი პორტი, ოდესა - აცხადებენ ოფიციალური პირები და უკრაინის არმია 14 აგვისტოს იმ ფონზე, როცა აღმოსავლეთის და სამხრეთის ფრონტებზე გრძელდება ინტენსიური შეტაკებები.
ერთი მამაკაცი დაიღუპა და ორი ადამიანი დაიჭრა ხარკოვის რეგიონის დასახლება კოზაჩა-ლოპანის დაბომბვის შემდეგად, რუსეთის საზღვრიდან ორი კილომეტრის მოშორებით - აცხადებენ რეგიონის ხელმძღვანელი პირები. ოდესაზე თავდასხმა მოგერიებულ იქნა, თუმცა სამი ადამიანი დაიჭრა, ამბობს რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ კიპერი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, რუსეთმა შეტევა განახორციელა ირანში წარმოებული Shahed-ის ტიპის 15 დრონით და ყველა მათგანი ჩამოგდებულია.