Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰავაიზე ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა


ყველაზე მეტად დაზარალდა ისტორიული მაუის სანაპირო ქალაქი ლაჰაინა, რომელიც ნანგრევებად იქცა.
ყველაზე მეტად დაზარალდა ისტორიული მაუის სანაპირო ქალაქი ლაჰაინა, რომელიც ნანგრევებად იქცა.

ჰავაის კუნძულზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12 აგვისტოს 80-მდე გაიზარდა მაშინ, როცა მოსახლეობა სტიქიის შეჩერებას ცდილობს. ამავე დროს იზრდება კრიტიკა სამაშველო სამუშაოების თაობაზე.

ხანძრის შედეგად 2200-ზე მეტი ნაგებობა დაზიანდა ან განადგურდა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA), რომლის შეფასებით, დანაკარგის აღდგენა დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარი დაჯდება.

ჰავაის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას იმაზე, თუ როგორ წარიმართა ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლა.

როგორც შტატის კონგრესმენმა აღიარა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასეს.

ყველაზე მეტად დაზარალდა ისტორიული მაუის სანაპირო ქალაქი ლაჰაინა, რომელიც ნანგრევებად იქცა.

XS
SM
MD
LG