უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ხსნის ექვს პლაჟს ბანაობისთვის.საჰაერო განგაშის დროს ბანაობა აიკრძალება, დასძინეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა 12 აგვისტოს. ოდესა რუსეთის რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების სამიზნე გახდა. რუსეთის მიერ დანაღმულია მიმდებარე ზღვაც.
„ჩვენჯარების ოპერატიული სტრატეგიული ჯგუფის, "ოდესის" მეთაურთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ბრძანებას ხალხის ზღვაზე გასვლის შესახებ,“ - წერს ტელეგრამში ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი.
ოდესის ხელისუფლების თანახმად, გახსნილი პლაჟების სია დროთა განმავლობაში შეივსება.
მითითებულ პლაჟებზე ხალხის ყოფნა ნებადართულია 8:00-დან 20:00-მდე პერიოდში. უსაფრთხოების სხვადასხვა ზომასთან ერთად, პლაჟები აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი ბადისებრი ღობეებით, რამაც ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან უნდა დაიცვას დამსვენებლები.