კალინინგრადის რაიონში ჩამოვარდა გამანადგურებელი Su-30. ეკიპაჟი დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
უწყების წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი იყო ტექნიკური გაუმართაობა.
ფრენა სასწავლო-საწვრთნელი იყო. ეკიპაჟი მას საბრძოლო კომპლექტის გარეშე ასრულებდა. ავარია უკაცრიელ მხარეში მოხდა.
Su-30 არის ორადგილიანი მრავალფუნქციური გამანადგურებელი. ის არის Su-27-ის მოდერნიზებული ვერსია. მისი მთავარი მახასიათებელია ცეცხლის მართვის უფრო მძლავრი სისტემა და სარადარო სადგური.
თვითმფრინავი, სხვათა შორის, შექმნილია საჰაერო სამიზნეების განადგურებისთვის, საჰაერო სივრცის კონტროლისთვის, მტრის აეროდრომების დაბლოკვისა და საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის.