მარნეული-სადახლოს გზაზე სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. არსებული ვერსიით, მას მუშაობის დროს გულის შეტევა განუვითარდა.
მიკროავტობუსი ელექტრო გადამცემ ბოძს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მგზავრები არ დაშავებულან.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე - ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.