Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა უკრაინას 200 ათასი ჭურვი და ათასობით რაკეტა მიაწოდა


უკრაინის საარტილერიო ბრიგადა გერმანულ ჰაუბიცას ესვრის რუსულ პოზიციებს ბახმუტის რაიონში. 5 თებერვალი, 2023.
უკრაინის საარტილერიო ბრიგადა გერმანულ ჰაუბიცას ესვრის რუსულ პოზიციებს ბახმუტის რაიონში. 5 თებერვალი, 2023.

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 200 ათასზე მეტი საარტილერიო ჭურვი და სხვადასხვა ტიპის ორი ათასზე მეტი რაკეტა მიაწოდეს. ამის შესახებ სააგენტო France Presse-თან საუბარში განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სტანომ.

მიმდინარე წლის დამდეგს ევროკავშირმა შეათანხმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების გეგმა ორი მილიარდი ევროს ოდენობით. დახმარების პაკეტი ითვალისწინებს როგორც უკრაინის ჯარების უშუალო მომარაგებას ევროპის ქვეყნების ხელთ არსებული მარაგებიდან, ასევე ახალი საბრძოლო მასალის წარმოების შეკვეთებს. გეგმის მიზანია, ერთი წლის განმავლობაში უკრაინა მილიონი ჭურვით უზრუნველყოს.

გეგმის პირველი ეტაპის შესაბამისად, რომელიც თებერვლიდან მაისის ბოლომდე მოქმედებდა, ერთი მილიარდი ევრო გამოიყო ევროკავშირის ქვეყნებისთვის მათი არსენალებიდან მიწოდებული ჭურვების ღირებულების დაახლოებით ნახევრის გადასახდელად. ამასთან, ვერ მოხერხდა გათვალისწინებული მოცულობით მიწოდებების განხორციელება, აღნიშნავს France Presse.

ევროკავშირის ქვეყნები იარაღის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს მართავენ ერთობლივი კონტრაქტების შესახებ უკრაინისთვის 155-მილიმეტრიანი ჭურვებისა და რაკეტების საწარმოებლად.

ევროკავშირის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მისმა წევრმა ქვეყნებმა კიევს 20 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო-ტექნიკური დახმარება გაუწიეს. ივლისის ბოლოს მდგომარეობით, აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 44 მილიარდი დოლარი გამოუყო.

XS
SM
MD
LG