Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში განგაშის უმაღლესი საფეხური გამოცხადდა კიევის თავზე აფეთქებების და საჰაერო თავდასხმების გამო


უკრაინელი ჯარისკაცი საბრძოლო მოქმედებისას ზაპოროჟიეს ოლქში. 10 აგვიტო, 2023 წელი
უკრაინელი ჯარისკაცი საბრძოლო მოქმედებისას ზაპოროჟიეს ოლქში. 10 აგვიტო, 2023 წელი
კიევის თავზე აფეთქებების გამო 11 აგვისტოს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ ბომბსაცავებში.
რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად უკრაინის დასავლეთში, სამხრეთსა და აღმოსავლეთში დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
უკრაინის სამხედროების თანახმად, რუსეთმა კიევის ოლქზე თავდასხმისას გამოიყენა ჰიპერბგერითი, მათ შორის Х-47 -„კინდჟალის“ ტიპის რაკეტები. კლიჩკოს ცნობით, ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები დაეცა ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე.
11 აგვისტოს ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, უკრაინის დასავლეთში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 წლის ბავშვი.
ხერსონის ოლქში, ქვეყნის სამხრეთში, რუსეთის დრონი თავს დაესხა ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების წერტს.
გავრცელდა ცნობა ასევე, რომ ხარკოვის ოლქში, რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 60 წლის ქალი და დაშავდა 60 წლის კაცი.
დღის განმავლობაში, როგორც გენშტაბი იტყობინება საღამოს საათებში, მოხდა 25 საბრძოლო შეტაკება. უკრაინის არმიის პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე რუსეთის არმიამ განახორციელა 24 საჰაერო თავდასხმა და 37 დარტყმა ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განადგურებულია უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მოსკოვში დაუდგენელი მიზნისკენ მიფრინავდა.
11 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ რუსეთის მოიერიშე რაზმებმა გაიუმჯობესეს ტაქტიკური პოზიციები და მოიგერიეს უკრაინის არმიის ოთხი იერიში, ასევე თვითონ განახორციელეს კონტრიერიშები კუპიანსკის არეალში.
რადიო თავისუფლებას არ აქვს მძაფრი საბრძოლო მოქმედების არეალიდან ორივე მხარის ინფორმაციის უტყუარობის შემოწმების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG