Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ მათ შორის საჰაერო-სამგზავრო რეისების რიცხვი გაორმაგდება


Reuters-ის თანახმად, აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, გაზარდონ მათ შორის საჰაერო მიმოსვლა და გაორმაგდეს ყოველკვირეული სამგზავრო რეისების რაოდენობა ფრენების დღეს დაშვებულ რიცხვთან შედარებით.
ამის თაობაზე სააგენტომ ინფორმაცია მოიპოვა წყაროებსა და მის ხელში ჩავარდნილ დოკუმენტზე დაყრდნობით. წყაროების თანახმად, აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრო ჩინეთის სამგზავრო რეისების რიცხვს გაზრდის კვირაში 18-მდე 1 სექტემბრიდან, ხოლო შემდეგ, 29 ოქტომბრიდან - 24-მდე დღევანდელ 12-თან შედარებით.
ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ის საჰაერო-სატრანსპორტო კომპანიებს რეისების ანალოგიური რაოდენობით გაზრდის ნებას დართავს.
ეს შეთანხმება იშვიათი ნიშანია თანამშრომლობისა აშშ-სა და ჩინეთს შორის, რომლებსაც უთანხმოება აქვთ ბევრი მიმართულებით.
XS
SM
MD
LG