Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული რუსეთის 30 ათასი სამხედროს ვინაობა


11 აგვისტოს უკრაინასთან ომში დაღუპული რუსეთის 30 003 სამხედროს ვინაობა გახდა ცნობილი.
აღნუსხვას წარმართავენ ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახური და „მედიაზონა“, მათთან ერთად მოხალისეთა ჯგუფი. სიაში მხოლოდ ის დაღუპულები არიან, რომლებიც ვინაობის და დასაფლავების ადგილის დადგენა მოხდა.
მკვლევრები იძიებენ დაღუპულების ვინაობას ღია წყაროების გზით, ადგილობრივი ადმინისტრაციების, ახლობლების, ასევე სასაფლაოების მონაცემების საფუძველზე.
მათ თანახმად, დანაკარგების რეალური რიცხვი, შეიძლება იყოს ორჯერ ან ორნახევარჯერ მეტი.
წლევანდელი მაისის ბოლოს „მედიაზონის“ და „მედუზას“ გამოანგარიშებით, ომში დაღუპულთა რიცხვი 47 ათასს უდრიდა. ეს რაოდენობა ჟურნალისტებმა მიიღეს იმ მონაცემებიდან გამომდინარე, თუ როგორ გაიზარდა ბრძოლისუნარიანი კაცების სიკვდილიანობა.
როგორც წინა კვირებში, ამჯერადაც გაიზარდა სარაკეტო ძალებისა და არტილერისტებს შორის დაღუპულთა რიცხვი. ბოლო ორ კვირაში ცნობილი გახდა პოდპოლკოვნიკის და მის ზემოთა წოდების ოფიცერთა შორის ოთხი დაღუპულის შესახებ. სულ მაღალი რანგის დაღუპულ ოფიცერთა სიაში 284 პირიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ რიცხვებს უკრაინაში დაღუპულ თავის ჯარისკაცებზე არ აქვეყნებს. ბოლოს რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ სულ 5937 დაღუპული ჰყავს.
თავისი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს უკრაინაც. გაზაფხულზე, ინტერნეტის გავრცელებულ, პენტაგონის დოკუმენტების თანახმად, ამერიკის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის არმიის დანაკარგი, 15 ათას ნახევრიდან 17 ათას ნახევრამდე უნდა იყოს. დაჭრილების რიცხვი 109-დან 113 ათასამდე მერყეობს.
XS
SM
MD
LG