Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ ყირიმში სასამართლომ ქალები დააჯარიმა უკრაინულ სიმღერაზე ცეკვისთვის


საილუსტრაციო ფოტო: ზღვის სანაპირო ალუშტაში. 17 ივნისი, 2023 წელი
საილუსტრაციო ფოტო: ზღვის სანაპირო ალუშტაში. 17 ივნისი, 2023 წელი
ანექსირებულ ყირიმში სასამართლომ 15 ათასი რუბლით (160 დოლარი) დააჯარიმა სამი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ალუშტის აკვაპარკში უკრაინელი მომღერლის, ვერკა სერძიუჩკას სიმღერაზე ცეკვავდნენ.
ამის შესახებ იტყობინება ყირიმში რუსეთის მიერ შექმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველო. ინციდენტი მოხდა 9 აგვისტოს.
სამივე ქალი ანიმატორებად მუშაობს აკვაპარკში. გამოძიების თანახმად, ისინი „სამუშაო ადგილზე, საჯაროდ ცეკვავდნენ უკრაინელი შემსრულებლის თემატურ სიმღერაზე, მიუღებელი შინაარსით“.
სერძიუჩკას სიმღერაში ისმის სიტყვები: „არ მომკვდარა უკრაინა, ჩვენ თუ ასე ვერთობით“.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ქალებმა თავიანთი „დაუფიქრებელი“ საქციელის გამო პატიება ითხოვეს ვიდეოჩანაწერის გზით, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ ქება გამოხატეს.
მსგავსი ინციდენტი მოხდა შარშანაც, როცა მექორწილეები დააჯარიმეს უკრაინის ეროვნული ჰიმნის, "ჩერვონა კალინის" შესრულებისთვის.
XS
SM
MD
LG