აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს 10 აგვისტოს მიმართავს თხოვნით, რომ უკრაინას 13 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს, - ამის შესახებ Associated Press-ი წერს, ამ საკითხში გაცნობიერებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
თეთრი სახლის ბოლო ასეთი მოთხოვნის შემდეგ, რომელიც ნოემბერში გაკეთდა, კონგრესმა დაამტკიცა იმაზე მეტი თანხის გამოყოფა, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა.
თეთრი სახლი ასევე ითხოვს 12 მილიარდ დოლარს სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის შესავსებად. ოფიციალურად, ეს მოთხოვნები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
დახმარების ახალი პაკეტში, სავარაუდოდ, ასევე გათვალისწინებული იქნება სხვა შიდა საჭიროებებზე გათვლილი სახსრები, რამაც რესპუბლიკელების უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს.
მანამდე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლება ამ კვირაში გამოაცხადებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდებას 200 მილიონი დოლარის ოდენობით.
ბაიდენი კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად 13 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავს - AP
ყველაზე პოპულარული
1