10 აგვისტოს მონტენეგროს პრეზიდენტმა იაკოვ მილატოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა მილოიკო სპაიჩი, პროდასავლური პარტიის ლიდერი, რომელმაც ივნისში საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და მთავრობის ფორმირება დაეკისრა.
სპაიჩი და მილატოვიჩი ლიდერობენ მოძრაობას "ახლა ევროპა " (PES), რომელმაც ივნისის ვადამდელ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. ეს არჩევნები ჩატარდა მას შემდეგ, რაც მონტენეგროს დიდი ხნის მმართველმა, მილო ჯუკანოვიჩმა, აპრილში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო და სამი ათეული წლის შემდეგ გადადგა.
მილატოვიჩმა განაცხადა, რომ სპაიჩს პრემიერ-მინისტრის პოსტს შესთავაზებს მას შემდეგ, რაც 81-ადგილიან პარლამენტში PES-ის ლიდერს მხარდაჭერა 44-მა დეპუტატმა აღუთქვა.
მონტენეგრო ნატოში 2017 წელს გაწევრიანდა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მან კიევს მხარი დაუჭირა და შედეგად რუსეთისთვის "არამეგობრული" სახელმწიფოების სიაში დაიმკვიდრა ადგილი.