ესტონეთი შემდგომშიც გაუწევს ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით დახმარებას უკრაინას, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის.
"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას მიმდინარე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის ფედერაცია ამ აგრესიისგან ვერაფერს მოიპოვებს. ამიტომ, ყველამ, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, უნდა დააჩქაროს სამხედრო დახმარების გაწევა და გაზარდოს საკუთარი თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობები", - მოჰყავს ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის სიტყვები უწყების პრესსამსახურს.
პევკურმა აღნიშნა, რომ ესტონეთმა უკრაინას უკვე გაუწია 400 მილიონ ევროზე მეტი (441 მილიონი დოლარი) მოცულობის სამხედრო დახმარება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტია.